воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

     დღეს წარვადგინე პროექტი,  მოვისმინე თეთრი და შავი პიარი, ჩავასწორე ჩემი გეგმა და  გამოვაქვეყნე. სხვასაც მივეცი შენიშვნები და რეკომენდაციები.
    ტრენინგი ძალიან კარგი და საინტერესო იყო, არ ველოდი, თუ ასეთი წარმატებით შეიძლებოდა ტექნოლოგიების გამოყენება საგნის სწავლებისას. ვისურვებდი ეს ტრენინგი გაიაროს ყველა მასწავლებელმა და აქტიურად  დანერგოს  პრაქტიკაში.
    კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისა და სწავლებისათვის.
    

суббота, 12 марта 2016 г.

მერვე დღე

დღეს კიდევ ერთხელ დავხვეწე პროექტის  გეგმა,
გავინაწილეთ თეთრი და შავი პიარები
განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები
ვისწავლე პორტფოლიოს გამოქვეყნება და გამოვაქვეყნე
კიდევ ერთხელ განვიხილე პროექტის შეფასების კრიტერიუმები

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევისწავლე  დიფერენცირებული  სწავლება-სსსმ, არაქართველი, 
ბლუმის ტაქსონომია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი, გავაანალიზე თვითრეგულირების ხელშემწყობი ფაქტორები, განვიხილე სხვადასხვა პროექტების ნიმუშები, დავხვეწე პროექტის გეგმა. როგორც ყოველთვის დღესაც ყველაფერი იყო საინტერესო. 
   დიდი მადლობა ბატონ მინდიას

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე



     დღეს  გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,
     განვიხილე  სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების  ჩართვა
    გავწერე შეფასების რეზიუმე
    დავიწყე შეფასების რუბრიკების შექმნა, ჯგუფური,  თვითშეფასება
    გავაკეთე კომენტარები
    ვიმუშავე პროექტის გეგმაზე
    განვაახლე ინფორმაცია დისკზე
    ჩემთვის ეს დღე საინტერესო იყო,  მომეწონა  სასწავლო პროცესში  ტექნოლოგიების ჩართვა.  სიამოვნებით დავესწრები მსგავს  ტრენინგებს.


воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეხუთე დღე

    ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო, დავხვეწე გეგმა გავეცანი საავტორო უფლებებს,  გადმოვიწერე ინფორმაცია, ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმების საშუალებები, რასაც გამოვიყენებ  პრაქტიკაში, შევავსე ელ. ცხრილი. მისი დახმარებით შემიძლია მოსწავლეებს შევუსწორო ნამუშევრები.
    ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
  

суббота, 27 февраля 2016 г.

მე-4 დღე



დღეს  ვიმუშავე  პროექტის გეგმაზე, დავხვეწე  სტანდარტები და მიზნები;
შევუთავსე   კითხვები მიზნებს;
განვაახლე ინფორმაცია დისკზე;
შევქმენი პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე;
მომეწონა სლაიდების  შექმნა, რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.








воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე

მოვიძიე და გადმოვწერე სტანდარტები, რომელიც მოვარგე ჩემს პროექტის გეგმა;
შევიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მოვარგე პროექტის გეგმას;
გავეცანი საკვანძო კითხვებს და მოვარგე ჩემს პროექტს;
განვაახლე დისკზე ინფორმაცია;
მომეწონა რა?
აღმოვაჩინე რა?

გამოვიყენებ რას?

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მეორე დღე

                                           
    დღეს გავეცანი  კონკიას რესურსებს, სადაც მომეწონა  პრეზენტაცია.  გავეცანი პროექტის  მახასიათებლებს.  ვისწავლე  ბროშურის შექმნა,სურათები მოვძებნე და გადმოვიტანე  ეფექტურად. დავიწყე  პროექტის  გეგმის  დაწერა.
  მომეწონა  ბროშურის შექმნა, რასაც გამოვიყენებ  სასწავლო  პროცესში.






                           


суббота, 13 февраля 2016 г.

პირველი დღე

დღეს გავეცანი პროექტებით სწავლებას. განვიხილე რამოდენიმე პროექტი. შევქმენი საქაღალდეები და განვათავსე დისკზე.  ყველაფერი ეს გამომადგება შემდეგ საგაკვეთილო პროცესში.
ვერ შევქმენი ბლოგი და რეფლექსიის დაწერა მომიწია ვორდში. იმედია შემდეგ მეცადინეობისთვის ბლოგი მექნება.