воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

     დღეს წარვადგინე პროექტი,  მოვისმინე თეთრი და შავი პიარი, ჩავასწორე ჩემი გეგმა და  გამოვაქვეყნე. სხვასაც მივეცი შენიშვნები და რეკომენდაციები.
    ტრენინგი ძალიან კარგი და საინტერესო იყო, არ ველოდი, თუ ასეთი წარმატებით შეიძლებოდა ტექნოლოგიების გამოყენება საგნის სწავლებისას. ვისურვებდი ეს ტრენინგი გაიაროს ყველა მასწავლებელმა და აქტიურად  დანერგოს  პრაქტიკაში.
    კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისა და სწავლებისათვის.
    

суббота, 12 марта 2016 г.

მერვე დღე

დღეს კიდევ ერთხელ დავხვეწე პროექტის  გეგმა,
გავინაწილეთ თეთრი და შავი პიარები
განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები
ვისწავლე პორტფოლიოს გამოქვეყნება და გამოვაქვეყნე
კიდევ ერთხელ განვიხილე პროექტის შეფასების კრიტერიუმები

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევისწავლე  დიფერენცირებული  სწავლება-სსსმ, არაქართველი, 
ბლუმის ტაქსონომია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი, გავაანალიზე თვითრეგულირების ხელშემწყობი ფაქტორები, განვიხილე სხვადასხვა პროექტების ნიმუშები, დავხვეწე პროექტის გეგმა. როგორც ყოველთვის დღესაც ყველაფერი იყო საინტერესო. 
   დიდი მადლობა ბატონ მინდიას

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე



     დღეს  გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,
     განვიხილე  სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების  ჩართვა
    გავწერე შეფასების რეზიუმე
    დავიწყე შეფასების რუბრიკების შექმნა, ჯგუფური,  თვითშეფასება
    გავაკეთე კომენტარები
    ვიმუშავე პროექტის გეგმაზე
    განვაახლე ინფორმაცია დისკზე
    ჩემთვის ეს დღე საინტერესო იყო,  მომეწონა  სასწავლო პროცესში  ტექნოლოგიების ჩართვა.  სიამოვნებით დავესწრები მსგავს  ტრენინგებს.